სოფელ ციხისძირის მიწები, რომლებიც ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიაზე 1 ლარად იყო გასხვისებული, სახელმწიფოს დაუბრუნდა. ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს, ტოომას ჰენდრიკ ილვესს ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაცემული პრემიების ოდენობა გამოძიების საგანი უნდა გახდეს. ხატიაშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ პირადად იუსტიციის საბჭოს 5 არამოსამართლე წევრზე 2015 წელს პრემიის სახით გასცა 117 500 ლარი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ "თუ ღარიბაშვილს ვინმე დარჩა, მათგან გაწმენდენ ამ მთავრობას".
დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას კოალიციურ რეჟიმში აპირებს, თუმცა ზუსტად არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. ბესელია ექპერტების მოსაზრებას, კოალიციაში შემავალი სუბიექტების მხრიდან არჩევნებზე ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვის თაობაზე, "საინტერესო ფორმულად" მიიჩნევს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე ის ინფორმირებული არ არის.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს. იგი ამბობს, რომ ამ თემაზე გუნდში კონსულტაციები არ გამართულა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერ მინისტრად დამტკიცების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას იშველიებს და მასზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მსგავსი ცვლილებები გამორიცხული არ არის.
ტყიბულში, 1000-მდე მაღაროელი მეთერთმეტე დღეა გაფიცულია. მაღაროელები საპროტესტო აქციას ტყიბულის გამგეობასთან მართავენ და მათი ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.