„საავტომობილო გზების რეაბილიტაცია, წყლის გაყვანილობის მოწესრიგება და ცენტრალური სტადიონის გარემონტება - ეს ის პროექტებია, რომელთა განხორციელებაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ცოტა ხანში დაიწყება“ - ამის შესახებ guardian.ge-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედუარდ აღასარიანმა განუცხადა.
სანამ არ იქნება შეთანხმება, "გაზპრომთან" შეხვედრები იქამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
იგეგმება სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც კურორტ ბახმაროს განვითარების კომპლექსურ ღონისძიებებს დასახავს მიზნად და განახორციელებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მაღაროელებს მიმდინარე წლის 1-ელ იანვრამდე არსებული საგადასახადო შეღავათები შეუნარჩუნდებათ - შესაბამისი კანონპროექტი მომზადებულია და პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.
21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყოფა, – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საბჭოთა ოკუპაციის დღის ტრაგიკულ თარიღს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქართველი პატრიოტების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა.
ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ და საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები უნდა ჩაატაროს, - ამის შესახებ ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი გაზეთ "რეზონანთან" ინტერვიუში აცხადებს.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო მაშინ გახდება ნატოს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის. ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა გაზეთ "რეზონანსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
ტყიბული მთის შესახებ ახალ კანონს არ ექვემდებარება, რადგან ზღვის დონიდან 800 მეტრზე დაბლა მდებარეობს, აღნიშნული განცხადება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და დაამატა, რომ ამის მიუხედავად სახელმწიფოს რისი შესაძლებლობაც ექნება მათ დასახმარებლად, უნდა დაეხმაროს.
გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.