მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის შედეგად შექმნილი ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული დავით მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით თბილისში, კოსტავას ქუჩაზე დააკავეს.
სამგზავრო თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც სულ მცირე 21 ადამიანი იმყოფებოდა, დასავლეთ ნეპალის მთიან ნაწილში გაუჩინარდა. ინფორმაციას BBC ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საქნახშირის ადმინისტრაცია გაფიცულ მეშახტეებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია. 23 თებერვლის შეხვედრა, რომელიც „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ჩხეიძემ, დააანონსა, ჯერ არ შემდგარა. ფართომასშტაბიანი მიტინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, კარლო ლომაძის მოედანზე, დღის 12 საათზე დაიწყო.
პირი, რომელმაც ჩაქვში მამაკაცი მოკლა, დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. შსს-ს ცნობით, შემთხვევა ქუჩურ გარჩევას არ უკავშირდება და მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
წამყვანი ჩეხური კომპანიები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავენ - შეხვედრა საქართველოს დელეგაციასა და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებთან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0026 პუნქტით დაეცა.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უახლოეს დღეებში უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატს წარადგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების სფეროში კახა კოჟორიძემ ისაუბრა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტში მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ალტერნატიული კანონპროექტის შეტანას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.