კოალიციაში პარტია "ქართული ოცნება" წამყვანი ორგანიზაციაა, ამიტომ როგორც წარმატებებზე, ისე დამარცხებაზე, პასუხისმგებლიც ის არის - ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს და განმარტავს, რომ პარტია "ეროვნული ფორუმი" კოალიციის დატოვებას არ აპირებს.

სრულად...

"სააკაშვილის განცხადებები აბსოლუტურად მოულოდნელი იყო. გაუგებარია, რა მტკიცებულებებს ემყარება, როცა კორუფციაში ჩემს მონაწილეობაზე მიანიშნებს. ბოლო დროს ოდესის გუბერნატორი ყველას მისამართით უცნაურ და არასერიოზულ განცხადებებს აკეთებს.

სრულად...

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში - ბეტინა კადენბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

სრულად...

"მაესტროს" მოქმედმა გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრს ცოტა ხნის წინათ ისევ მიმართა.

სრულად...

საქართველოში ზოგან ძალიან ბევრი ამომრჩეველია, ზოგან კი პირიქით, ეს ქმნის არათანაბარ ძალას, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა, ვენეციის კომისიის იურისტმა არჩევნებისა და პოლიტიკური პარტიების დაყოფის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფიმ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა.

სრულად...

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ირანში ოფიციალურ ვიზიტად გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში თეირანში შეხვედრები გაიმართება ენერგეტიკის და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ვიცე- პრეზიდენტთან.

სრულად...

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ეშტონ კარტერი შესაძლოა, საქართველოს ზაფხულში ესტუმროს.

სრულად...

მიუნხენის უსაფრთხოების 52-ე კონფერენცია დასრულდა. კონფერენციის ხელმძღვანელის, ვოლფგანგ იშინგერის თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა უამრავი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რომელთა გადაწყვეტა უკიდურესად რთულია. 

სრულად...

ავტოვარიის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში ორი ქალბატონი გარდაიცვალა. კიდევ ერთი დაშავებული ქალბატონი კი კლინიკაშია გადაყვანილი. 

სრულად...

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს მიერ ავღანეთში გაღებული უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის".

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი