ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე თანამდებობიდან გადააყენეს.იმპიჩმენტის პროცედურის კენჭისყრაში საკრებულოს 15 წევრიდან რვამ მიიღო მონაწილეობა, შვიდმა კი, კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.
ხვალინდელი დღის იმედი მივცეთ ადამიანებს და ჩვენ ყველამ ერთად, ეს ქვეყანა უნდა ავაგუგუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერიის ახალი პროექტის "ახალი ტფილისის" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი, "წინაპრების დანატოვარი უნიკალური ქალაქი" უნდა განახლდეს და დედაქალაქში მეტი სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას.
"პარლამენტში გუშინ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით "საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავისი სამშობლო", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ პარლამენტში, პრეზიდენტის გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებას.
ფეხბურთის ფედერაციის კომისიის მიერ თერჯოლის საფეხბურთო მოედნის ინსპექცია მოხდა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება, ა(ა)იპ თერჯოლის საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ ხელმძღვანელობა და თავად ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესებულები არიან იმით, რომ უმაღლესი ლიგის საშინაო შეხვედრები თერჯოლის საფეხბურთო მოედანზე ჩატარდეს.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელი, მიხეილ მეთაფლიშვილი დააკავა.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ორი მთავარი საკითხი განიხლება: ქალაქ გორის ორჯერ ჩავარდნილი ბიუჯეტი და საკრებულოს თავმჯდომარის პაპუნა კობერიძის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარი და წარსულში რადიო "თავისუფლების" ერთ-ერთ ხელმძღვანელი დონალდ ჯენსენი "ამერიკის ხმა"-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ტერორისტების არსებობის მოტივით, რუსეთმა შესაძლოა "პანკისში შესვლა" განიზრახოს.
ჰილარი ქლინთონი და ბერნი სანდერსი დემოკრატების კანდიდატთა პირველ, ერთი-ერთზე, სცენაზე მესამე პერსონის მონაწილეობის გარეშე გამართულ სატელევიზიო დებატებში Wall Street-ს ადა საგარეო პოლიტიკაზე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ.
ამ დროისათვის ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.