შსს-ს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული ცირა ღ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
ჰილარი ქლინთონი და ბერნი სანდერსი, დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლის პიკზე, ერთი-ერთზე პირველ დებატებს გამართავენ. ნიუ ჰამპშერის სატელივიზიო დებატები პირველი იქნება მას შემდეგ, რაც აიოვაში დემოკრატების საარჩევნო კამპანიამ ამ ორ პოლიტიკოსამდე შეამცირა კანდიდატების რაოდენობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის თქმით, დღეს მედიით გავრცელებულ კადრებზე ასახული ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ ეკუთვნის.
თბილისის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე გიგა ნიკოლეიშვილის კანდიდატურას თანხმობა მისცა. ნიკოლეიშვილის კანდიდატურას ხვალ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა, არსებული საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია.
პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის ძმა ირაკლი კირკიტაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირმა ნადირაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების ისეთივე სრულფასოვანი წევრები არიან, როგორც თავად ან თუნდაც დეპუტატი გოგი თოფაძე.
ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში რეგიონში პირველ ბაზას ხსნის.
ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ მაჭავარიანმა, გიგი წერეთელმა და ხათუნა გოგორიშვილმა შეხვედრები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან ბატონ კენ ვოლაკთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან გამართეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.