ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ ზალკალიანს მისი გადადგომისას გაკეთებული განცხადებების გამო განმარტების გაკეთება მოუწევს.
ავლაბრის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ დაღესტანში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის თბილისისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კომუნიკაცია შედგა.
ე.წ. კოკაინის საქმეზე ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილის შვილი, ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს.
"ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი ორი ერაყელი ლტოლვილი დააკავეს" - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მსოფლიო ბანკი 2016 წელს საქართველოს ეკონომიკის 3%-იან ზრდას პროგნოზირებს, რაც 0,5%-ით მეტია წინა წლის 2,5%-იან ზრდის პროგნოზთან შედარებით.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილსა და გაზეთ "ქრონიკა+" -ის მთავარ რედაქტორს, ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის.
"სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ" დადგენილების პროექტს საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.
თოვლის, ლიპყინულისა და მდინარის ადიდების გამო, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები დაწესებულია ორ საავტომობლო გზაზე.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. როგორც ჯავახიშვილმა აღნიშნა, გარკვეულ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით ჭირდა გადაადგილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.