ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის აზრით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საბოლოოდ ზაფხულისთვის დასრულდება.
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალი ნასერ ალ-ობეიდი ერაყის ქალაქ ბარვანაზე განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად მოკლეს.
თურქეთის არმიასა და ქურთ ამბოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად 13 ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ "როიტერსი" ძალოვან უწყებებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 206–ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს საკუთარი თავის შეცნობისაკენ მოუწოდებს.
ყოველ ორშაბათს, სამების საკათედრო ტაძარში ბავშვებისთვის პარაკლისი შესრულდება. ხვალ, პარაკლისს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 17.00 საათზე აღავლენს, ლოცვა კი 16.00 საათზე დაიწყება.
როგორც აბაშიძემ ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ს განუცხადა, ის აპირებს ვან დეიკის ტილოსთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს და შესაბამისი დოკუმენტაცია წარუდგინოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო.
ვან დეიკის ტილოს შემძენი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, ზაჰირ ჰუსეინი, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-თან საუბარში ნახატის შეძენის დეტალებს ჰყვება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, გუდაურამდე მისასვლელ გზამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.