5 იანვარს, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრეს-სამსახური ავრცელებს.
ჩრდილო კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ წარმატებით გამოსცადეს წყალბადის ბომბი იმ ადგილას, სადაც მთავარი ბირთვული შემოწმებები მიმდინარეობს.
ბაკურიანში, მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინათ მოხდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ძირითადი გზა განვლადია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ქვეყნის მასშტაბით, საავტომობილო გზებზე არსებული ვითარების მოსანახულებლად და დამატებითი საჭიროებების უზუნველსაყოფად სხვადასხვა რეგიონში ჩავიდა.
ხულოს მუნიციპალიტეტში ამ დროისათვის ვითარება სტაბილურია - ინფორმაციას ამის შესახებ მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში ელექტრომომარაგების აღდგენისა და საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დასავლეთ საქართველოში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ამაშუკელი იმყოფება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0101 პუნქტით გაუფასურდა.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ილია ელოშვილი სამტრედიასა და ზუგდიდში, დიდთოვლობის გამო დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენითი სამუშაოების პროცესს გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.