საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე გირგვლიანების ოჯახს ბოდიშს უხდის.
"სარეცეპტო რეფორმამ მოგვცა შედეგი, რომ ჩვენს ქვეყანაში სააფთიაქო ნარკომანია 99 %-ით არის შემცირებული" - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს გამართუოლ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე, "შირაქის პროდუქტის" ჯიხურის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით არის დაწყებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ზვიად კუპრავა პროკურატურაში იმყოფება. მან საგამოძიებო უწყებას ე.წ. პოლიტპატიმართა სიაში კრიმინალების მოხვედრის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება - ამის შესახებ guardian.ge-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ განუცხადა. გუბერნატორის თქმით, რეგიონის ყველა შიდა გზაზე მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გვიან ღამით, დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, შესაბამისი სამთავრობო უწყებებისა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი მოპყრობა, ნათქვამია კანონპროექტში, რომელიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის სფეროს საქმიანობას არეგულირებს.
დამოუკიდებელი საქართველოს პირველი შინაგან საქმეთა მინისტრის ნოე რამიშვილის შთამომავლები საქართველოს ეწვივნენ. ნოე რამიშვილის შვილიშვილმა მიშელ რამიშვილმა საქართველოში ბაბუის პასპორტი ჩამოიტანა.
ამერიკული გამოცემა „The Stars and Stripes“ ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო ოპერაციაში პატარა ქვეყნების როლზე სტატიას აქვეყნებს, რომელშიც, ძირითადად, საქართველოს წვლილზეა საუბარი.
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დაინიშნა. ზიდანი აღნიშნულ თანამდებობაზე რაფაელ ბენიტესს შეცვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.