ამინდის გაუარესებისა და თოვლის სახით უხვი ნალექის მოსვლის გამო, ხობის მუნიციპალიტეტში გამგებლის გოჩა ქაჯაიას ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი შეიქმნა. გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის, ედიშერ ჯობავას უშუალო კოორდინაციით, შტაბის წევრები სისტემატურად გადიან ადგილებზე და მეთვალყურეობას უწევენ მიმდინარე სამუშაოებს.
"როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, - ბრძანა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვის აღვლენის შემდეგ, ქადაგებისას.
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ახალი წლის მისალოცად საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის დელეგაცია ეწვია.სტუმრები ქაბულში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს შეხვდნენ და მისგან ადგილზე შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი მოისმინეს.
ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.
დიდთოვლობის გამო შექმნილ არაერთ პრობლემას ბათუმში წყალმომარაგების კუთხითაც დაემატა პრობლემები. წუხელ, გორგილაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩის კვეთაზე 225 მმ-იანი ცენტრალური მილი დაზიანდა, რის შედეგადაც აღნიშნული ქუჩები დაიტბორა.
23 წლის ფიქირათ ახმედოვი დღეს სოფელ ფონიჭალაში დაკრძალეს. ახალგაზრდა დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით, თავდასხმიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღესთან დაკავშირებით, 4 იანვარს საპატრიარქოში ტრადიციული საყოველთაო მიღება არ გაიმართება.
დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც მესამე დღეა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ტარდება. მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საგანგებო შტაბი, სამაშველო ბრიგადები და ელექტრიკოსთა ჯგუფები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 105 წლის ნინა კილოსანიძეს ახალი წელი მიულოცა. თბილისის მერთან ერთად კილოსანიძის ოჯახში მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი იმყოფებოდნენ.
ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ნიჟარაძე გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.