ადრე ხელისუფლების გვეშინოდა, დღეს კი გვეშინია ხვალინდელი დღის, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ დღეს სასტუმრო "რედისონში", ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ადასტურებს, რომ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პრემიერ მინისტრის კანდიდატურებად რამდენიმე მაღალჩინოსანი განიხილება, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილი.
მთავრობის ახალი შემადგენლობა ახალ წლამდე დაკომპლექტდება - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობაში საუბრობენ.
"ირაკლი ღარიბაშვილი ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, მისთვის მძიმე ტვირთი აღმოჩნდა გამოწვევებზე ღირსეული პასუხის გაცემა“ - განცხადება ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა guardian.ge-სთან საუბარში, სამთავრობო ცვლილებებზე კომენტირებისას გააკეთა.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს, ლევან ბერძენიშვილი კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ იგი ღარიბაშვილს სიის პირველ ნომრად ვერ ხედავს და მისთვის ღარიბაშვილის საქმე საინტერესო მანამ იყო, სანამ ის პრემიერ-მინისტრი იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მთავრობაში ცვლიებები იქნება, მაგრამ მას მხოლოდ ვერსიების დონეზე აქვს სხვადასხვა კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია.
ახალი პრემიერ მინისტრის დამტკიცება სავარაუდოდ, ახალ წლამდე მოხდება. მთავრობაში შესაძლებელია რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდეს.
ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ დიდწილად წინასაარჩევნო პროცესთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ “ტელეიმედის” ეთერში განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.
ირაკლი ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა. გოგუაძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ გამოიყენა შანსი, რომელსაც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრად მუშაობა აძლევდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.