მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი 20:00 საათისთვის გადაიდო.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 18:00 საათზე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
პრემიერის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ მინისტრის პოსტის შესაძლო დატოვებაზე გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა ახლახან გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
დღეს, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში, ლუბლიანას ქუჩაზე, "დემოკრატიის ინსტიტუტმა" და "მემარცხენე ალიანსმა" კლინიკის ექიმებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს გამწვანებული ბაღის განადგურების ხარჯზე მშენებლობას აპროტესტებდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ექსპერტი, გია ხუხაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ბაქრაძე მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინათ მივიდა, თუმცა როგორც ჟურნალისტებს უთხრა, ის თავის ოფისში მივიდა სამუშაოდ.
ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მსჯელობა არის, მაგრამ დასძინა, რომ ის ნაჩქარევი განცხადებების გაკეთების მომხრე არ არის.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან მურუსიძემ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ გირგვლიანების ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდი ტალახი ამ საქმესთან დაკავშირებით მას მომხვდა.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, 30 წლის ზეჰრა იამაჩი თავის არეში მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.