საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, "ქართულ საინვესტიციო ჯგუფ ენერგიას" "ხობიჰესი 2"-ის მშენებლობის ფარგლებში წითელი ნუსხით დაცული ხეების მოჭრის ნებართვა მიეცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო. ცერემონიაზე შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები.
საქართველოს ადგილმდებარეობას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ჩვენი დერეფანი დღითიდღე მეტ მნიშვნელობას იძენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბულგარეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვარაუდობს, რომ ინფლაცია 2016 წლის მეორე კვარტლიდან მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.
ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3859 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ პარასკევს დადგენილი კურსი კი 2.3937 ლარს შეადგენდა.
სირიის ქალაქ ალეპოში ტერორისტების მხრიდან სარაკეტო დაბომბვების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ინფორმაციით, ერთი ჭურვი რუსეთის ფედერაციის ყოფილი საკონსულოს შენობასთან ჩამოვარდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, პარტნიორ სამინისტროებთან ერთად, შსს-მ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა დაამუშავა. როგორ გაზეთი "რეზონანსი" წერს, შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა მიზნად მძღოლების, ქვეითებისა და მგზავრების უსაფრთხოების დონის ამაღლებას, გზებზე სიკვდილიანობისა და ტრავმატიზმის შემცირებას ისახავს.
რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის, შესაძლოა, ფულადი ჯარიმები დაწესდეს. შესაბამისი პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება, რომლის ინიციატორი დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანია. პროექტის ავტორი კი "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ როსენ პლევნელიევს შეხვდა.
ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, შეხვედრის მთავარი თემები იყო.
სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. ასადის რეჟიმის მტკიცებით, ავიაიერიში დეირ ალ ზურში, არმიის ბანაკზე მიიტანეს, რის შედეგადაც სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაშავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.