არ ვიცი პრეცედენტი, როცა პატიმართა შეწყალების უფლება სახელმწიფოს მეთაურის გარდა, ვინმე სხვას აქვს, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი შეწყალების უფლების პატრიარქისთვის მინიჭების ინიციატივას.
მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მქონე მძღოლები გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციებს იწყებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მოთხოვნაა ხელისუფლებამ არ აკრძალოს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია. მათი თქმით, თუ ხელისუფლება ყურად არ იღებს მათ მოთხოვნას, დაიწყებენ მსვლელობას თბილისის ქუჩებში პიკის საათებში.
ევროკავშირმა მიაღწია შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ კონტრ-ტერორისტული მიმართულების გაძლიერების მიზნით, ავიაკომპანიების მგზავრთა დეტალები ხელმისაწვდომი იყოს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.
„ჩემი მძევალი ანგელოზები“ - პირველი სპექტაკლი მსჯავრდებულების მონაწილეობით რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგა. წარმოდგენას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და მთავრობის წევრები დაესწრნენ.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი პატრიარქის მიერ შეწყალების უფლების თაობაზე გაჟღერებულ ინიციატივას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ პატრიარქს შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს.
"ვფიქრობ, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლება, შეიწყალოს პატიმრები და ბრალდებულები", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსთაველის თეატრში მსჯავრდებულების დადგმული სპექტაკლის - "ჩემი მძევალი ანგელოზები" ნახვის შემდეგ განაცხადა.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" თავმჯდომარე არ ეყოლება. გადაწყვეტილება ამის თაობაზე პარტიის პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე იმ მიზეზით მიიღო, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქლაქეობა ჩამოერთვა.
თუ ოდესმე არჩევნებში “რესპუბლიკური პარტია” 40%-ს მიიღებს, ან რესპუბლიკელებთანაა საქმე ცუდად, ან ქვეყანაში, ან ორივეში ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგამოფენო ცეტრ “ექსპო ჯორჯიაში” განაცხადა, სადაც რესპუბლიკური პარტია საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით, “დემოკრატიული მოდერნიზაციისთვის” მართავს.
მას შემდეგ, რაც 2 დეკემებერს დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ 10-საათიანი განხილვისა და დებატების შემდეგ მხარი დაუჭირა დევიდ ქამერონის წინადადებას სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხორციელების შესახებ, ბრიტანულმა ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე ავიაიერიშები უკვე მეორედ მიიტანა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.