სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქრად საკუთარი გულის ჯვარი გადასცა.

სრულად...

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის მთაში 5 დღის განმავლობაში ჩარჩენილ 12 ადამიანს დღეს  ვერტმფრენით გადმოიყვანენ. როგორც Guardian.ge -ს ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა, ამ ადამაინების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ცოტა ხანში მათ ვერტმფრენი უსაფრთხო ადგილას გადმოიყვანს.

სრულად...

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ განიხილეს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

სრულად...

ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი ძიგორო კანოს სახელობის ტოკიოს გრან-სლემის ჩემპიონი გახდა. ავთანდილ ჭრიკიშვილმა პირველივე შეხვედრაში ვაზარით მეტოქე - იაპონელი კეიტა ნაგაშიმა დაამარცხა.

სრულად...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა ერთ-ერთ ადამიანს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და გადაცემა "არჩევანის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას ცემა დაავალეს.

სრულად...

სამხედრო პოლიციის დასავლეთ ბატალიონის თანამშრომლებმა ოთხი ადამიანი გადაარჩინეს. ქუთაისში, თვალჭრელიძის ქუჩა № 5-ში მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა უსწრაფესად იმოქმედეს და უგონოდ მყოფი ორი მცირეწლოვანი ბავშვი და ორი ქალბატონი მახლობელ საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილებით გადაიყვანეს.

სრულად...

აშშ-ს ყოფილი სენატორი რიჩარდ ლუგარი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა შემცირდა. ამის შესახებ რიჩარდ ლუგარმა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანა საკმაოდ წარმატებულად იმართება, მაგრამ ის რუსეთის მხრიდან დიდი წნეხის ქვეშაა.

სრულად...

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, 7-11 დეკემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

სრულად...

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი