ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, ჩემგან მხოლოდ მძიმე შეფასებას იმსახურებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მრგველაშვილმა ჟურნალისტებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა და დაამატა, რომ სააკაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტს, ისე ქვეყანას.

სრულად...

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოს, დეტექტივების სამმართველოების და სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნუკრი ი. ყაჩაღობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სრულად...

2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნილია 280 პროკურორ-გამომძიებელი, – ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, გადაცემა “პოლიტიკაში” გააკეთა.

სრულად...

თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

სრულად...

გერმანიის პარლამენტმა სირიასა და ერაყში თავდაცვის სამინისტროს მისიის დაწყებას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბუნდესტაგის 598 დეპუტატიდან 445-მა დეპუტატმა დაამტკიცა.

 

 

 

სრულად...

პოლიტოლოგი, ხათუნა ლაგაზიძე guardian.ge-სთან საუბარში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს აფასებს. ლაგაზიძის განცხადებით, "ენმ", სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა და შიდაპოლიტიკური, სააკაშვილ-ადეიშვილისა და ბოკერია-უგულავა-გაბაშვილის დაპირისპირების ფონზე, თანდათან სუსტდება.

სრულად...

სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა. მისი სახელი და გვარი ინტერპოლის ოფიციალურ გვერდზე ძებნილების ბაზაში აღარ არის.

სრულად...

„მიხეილ სააკაშვილი იმდენად სიცოცხლისუნარიანი პოლიტიკოსია, რომ უკრაინაში რომ დასრულდეს მისი კარიერული გზა, ის თავისუფლად განაგრძობს მოღვაწეობას აშშ-ში ან ევროპაში“ - აღნიშნული განცხადება პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ Guardian.ge- სთან საუბარში, ექსპრეზიდენტისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასა და სააკაშვილ-პოროშენკოს შორის არსებულ, დაძაბულ ურთიერთობაზე კომენტირებისას გააკეთა.

სრულად...

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დასარეგულირებლად და რეგიონში მშვიდობის მისაღწევად, საჭიროა ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების სრული გათავისუფლება - ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი