ექსპრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის მთავარ პროკურორად არჩევას ეხმაურება. ექსპრემიერის თქმით, შოთაძის კანდიდატურა მისთვის მისაღები და მოსაწონია.
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვსკის განცხადებით თურქეთი რუსეთის ნომერ პირველი მტერია. აღნიშნული განცხადება ჟირინოვსკიმ რადიოსადგურ Говорит Москва-ს ეთერში გააკეთა.
ნიგერიის შტატ კანოში, თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ ტერაქტს სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 40-მდე ადამიანი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 213-ე ბაგა-ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და მუქარის ბრალდებით აყვანილია 1986 წელს დაბადებული დენის პ.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "არ ეთამაშოს ცეცხლს" მისი ქვეყნის მხრიდან რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე.
2016 წლის 1 იანვრიდან რუსეთი თურქეთთან უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სირიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნიგერიის სანაპიროებთან ხუთი პოლონელი მეზღვაური ტყვედ აიყვანეს. როგორც "ბი-ბი-სი" იტყობინება, სატვირთო ხომალდ "ზაფირზე" მეკობრეებმა თავდასხმა განახორციელეს.
"ბატონი პროკურორი კიდევ მოვა ჩვენთან, ან შეიძლება ჩვენ მივიდეთ მასთან, ვნახოთ როგორ იქნება საქმე", ეს მოკლე, ხუმრობანარევი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.
ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და საკუთარ გეგმებზე საუბრობს.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სერგო რატიანის აზრით, ირაკლი შოთაძე და მისი უწყება ვერ შეძლებს გახმაურებული საქმეების გამოძიებას.
როგორც რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ყველა ამ ტიპის საქმეში ის პირები ფიგურირებენ, რომელთანაც მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.