"როიტერსის" ინფორმაციით, მალიში, სასტუმრო "რედისონ ბლუზე" თავდასხმაში ეჭვმიტანილი ორი მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო მალის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროგრამით - "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე ახალი საწარმო აშენდება - აღნიშნული განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოყოფილი 5 000-ლარიანი თანადაფინანსება ჩაითვლება როგორც გრანტები და მიკრომეწარმეები მათზე საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს, ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება.
თურქეთში ჯაშუშობის ბრალდებით ორი ჟურნალისტი დააპატიმრეს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ესენია ოპოზიციური გაზეთის Cumhuriyet-ის მთავარი რედაქტორი ჩან დუნდარი და გამოცემის ანკარის ბიუროს უფროსი ერდემ გიული.
შემდეგი ნაბიჯი საქართველოსთვის არის ნათლად გამოსახული და ეს არის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, რომ მთავრობის მიერ გაჟღერებული სიახლეების შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდონ.
2016 წლის ბიუჯეტი 10 მილიარდ 145 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა.
გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს მადლობა პირადად გადაუხადა იმისათვის, რომ იგი სიტუაციის დაწყნარებასა და კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვას ცდილობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.