ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს უძლიერესმა ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ატაცში 210, 218, 225 კგ დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორიზმის შესახებ გამოქვეყნებულ 2020 წლის ანგარიშს, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრისა და ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების მუშაობა.
„ომიკრონის“ გამოვლენის შემთხვევაში, კლინიკური სექტორი მომზადებულია როგორც მკურნალობის კუთხით არსებული გაიდლაინებით, ასევე საწოლფონდით, - განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ლიბერთი ბანკმა 2021 წლის სექტემბერში დააანონსა ახალი სტრატეგია და ახალი პროდუქტების სერია. რომელთაგან ერთ-ერთი პირველი პროდუქტი - ახალი ბარათი უკვე ხელმისაწვდომია და მომხმარებელს საკრედიტო ბარათის სრულიად უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. ამჯერად, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ლიბერთის ახალი გუნდი, მომხმარებელს წამყვან საბანკო პროდუქტებზე საუკეთესო პირობებით საახალწლო აქციას იწყებს. 31 დეკემბრამდე, აქციის ‘ლიბერთის ახალი წელი’ ფარგლებში მოქმედებს:
„სიტყვებს ვერ ვპოულობ, ორწლიანი ჯოჯოხეთი დასრულდა“, - განაცხადა ნაფიცი მსაჯულების მიერ გამართლებული მერაბ კობიაშვილის მეუღლემ. ის გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს და ამბობს, რომ დანაშაული განზრახული არ ყოფილა და მისი მეუღლე თავს იცავდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 47 937 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 881 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 056 PCR ტესტით.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, მიხეილ გედეხაურის ხელმძღვანელობით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული 4 საკითხი განიხილეს და ხმათა უმრავლესობით დადებითად გადაწყვიტეს.
ჩვენი სახელმწიფო არის უკვე 30 წლის ზრდასრული სახელმწიფო და დრო არის, რომ გამოვიდეთ ამ რაღაც ახალგაზრდული ჯახიდან, გადავიდეთ უფრო დამწიფებულ პოლიტიკაზე, ახალ პოლიტიკაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, პარტიების წარმომადგენლებთან წინასაახალწლო შეხვედრისას და დაამატა, რომ „წარსულის ფურცლები ლოდებად გვაწვება დღეს“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.