საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზური ენის დღეს ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი მისალოც წერილს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ საქართველო აქ მცხოვრები ყველა ხალხის საერთო სახლია, თითოეული ეთნოსის კულტურა და თვითმყოფადობა კი ჩვენი საგანძურის ნაწილია.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აფხაზებს აფხაზური ენის დღეს ქართულ და აფხაზურ ენებზე ულოცავს და აღნიშნავს, რომ აფხაზი ხალხი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში და აფხაზებს და ქართველებს ერთიანი ისტორია და კულტურა გვაკავშირებს.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2,3836 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც აქამდე მოქმედებდა, 2,4067 ლარს შეადგენდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნული ბანკის დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

სრულად...

"თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება,  ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია", ამის შესახებ ჟურნალისტებს  ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა.

სრულად...

მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები... უხერხულია, - ასე გამოეხმაურა Facebook-ზე ინგა გრიგოლია საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრეზიდენტის მრჩევლის პოსტს, რომელიც ფიქრია ჩიხრაძემ მიიღო, გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელია ელოდებოდნენ, - ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

სრულად...

ბიძინა ივანიშვილის მიერ ინგა გრიგოლიას და “ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” კრიტიკას აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაციის ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, “ინგა გრიგოლია, როგორც ჟურნალისტი, წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც სატელევიზიო ეთერიდან დევნილი ჟურნალისტია”.

სრულად...

ინგა გრიგოლია, პრინციპში, იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა და განმარტა, თუ რას გულისხმობს იძულებით დაბრუნების ფორმაში - "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში 1%-იც ვერ აიღო

სრულად...

ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა. ივანიშვილმა გოგი თოფაძის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც მან თქვა, რომ "რუსთავი2 ხვალ აღარ იქნება".

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი