რუსული გაზით დღეს მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებების კომენტირებისას განუცხადა და დაამატა, რომ  ქართული მხარე და თავადაც ცდილობს, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში.

სრულად...

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ ქუჩის მუსიკოსებთან და ზურა ხაჩიძესთან ერთად გიორგი ჩალისურის დასახმარებლად „ელ ცენტროში“ მორიგი, რიგით მე-5 საქველმოქმედო აქცია გამართა.

სრულად...

უმრავლესობის დეპუტატის პროგნოზი რუსთვი 2-თან დაკავშირებით. გოგი თოფაძე აცხადებს, რომ "რუსთავი 2" ხვალ აღარ იქნება. ეს განცხადება "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს პარლამენტში პრეს-კონფერენციის დაწყების წინ გააკეთა.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური გიორგი მარგველაშვილისა და ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის პრეზიდენტის სასახლეში შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სრულად...

"თვითმმართველობის კანონს სჭირდება შემდგომი განვითარება" - მიიჩნევს ყოფილი პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მივიდა, სადაც ორგანიზაცია "მოქალაქის" კონკურსის "სტუდენტები თვითმმართველობისთვის" ახალი რაუნდი გაიხსნა.

სრულად...

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ გარემოში, როდესაც ფაქტობრივად ყოველ დღე ვხედავთ ახალ, ამაზრზენ ვიდეოებს. ეს ის სტრესული გარემოა, რომელშიც საზოგადოება ცხოვრობს" - ამ სიტყვებით ეხამურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალების თემას.

სრულად...

"საქართველოს ბანკი" 24 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, 24 ოქტომბერს ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ქურდობის მუხლით.

სრულად...

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" 300 000 ლარად დაათმობინა, მაშინ როდესაც ის 7 300 000 დოლარად შეიძინა. ამის შესახებ ხალვაშმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალებიც გაამჟღავნა.

სრულად...

კომპანიები, რომლებიც ერთ კილოგრამ არასტანდარტულ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, 10 თეთრის ოდენობით სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ციტრუსის სეზონის დაწყების თაობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ციტრუსის მოსავალი წელს, გასულ წელთან შედარებით, 40 პროცენტით მეტია.

სრულად...

"რუსთავი2" -ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას სულ ცოტა ხნის წინათ პროკურატურიდან დაუკავშირდენენ და 6 წლის წინანდელი საქმე გაუხსენეს.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი