ხონის მუნიციპალიტეტში შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და გამგებელი ჯემალ მებუკე გაეცნენ.
ქალი მსჯავრდებულებისთვის შეზღუდვის დაწესებულების მოწყობის პროცესი დაწყებულია და ახალ წლამდე საფუძველი ჩაეყრება დაწესებულების მშენებლობას, სადაც ქალ მსჯავრდებულებს შაბათ-კვირის განმავლობაში გასვლის და ოჯახის წევრებთან შეხვედრის საშუალება მიეცემათ, ამის შესახებ კახა კახიშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - "თბილისი 2015"-ის დახურვის ცერემონია დასრულდა. დახურვის ცერემონია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც აქ შეკრებილ სპორტსმენებს და საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით მიმართა.
გრიგოლეთში, ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა დაახლოებით 20:00 საათზე მოხდა.
მერქვას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე, - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად მისი წარდგენის შემდეგ განაცხადა.
არ დავმალავ, მივესალმები კახი კახიშვილის დაწინაურებას სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრად, აგრეთვე, გიორგი მღებრიშვილის დანიშვნას შსს მინისტრად.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ გიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას წარმატებით გაართმევს თავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში სასჯელსაღსრულების მინისტრის პოსტზე კახი კახიშვილი წარადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი წარადგინა.
ინგლისში გუშინ მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად "ალ-ყაიდას" ყოფილი ლიდერის, პაკისტანში ამერიკის სპეცსამსახურების მიერ წლების წინათ მოკლული ოსამა ბინ ლადენის და და დედინაცვალი გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.