საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
პროკურატურამ ლიკა კიკიანის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას მთავარი პროკურატურა საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, სავალდებულო სამსახურის გაუქმების საკითხი, ფუნდამენტურ განხილვას საჭიროებს, თავად კი ის მზად არის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ნებისმიერ ფორმატში მივიდეს და აღნიშნული საკითხი განიხილოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ბრალდებულ დავით კეზერაშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილეს. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსამართლემ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და გამოძალვისთვის ბრალდებულ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
საკმაოდ მკაცრად ვრეაგირებთ არასათანადო მოპყრობაზე, თუკი ასეთი დაფიქსირდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
ვახტანგ გომელაური არ აკონკრეტებს სად განაგრძობს საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის შემდეგ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ინსტრუქციას აქვეყნებს. ბილეთების შეძენა კვირას, 12 ივლისს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინფორმაციით, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფიზიკურ პირთა ზიანის ასანაზღაურებლად 18 მილიონ ლარამდე არის საჭირო.
სამხრეთ კორეის მხრიდან ქართული ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით ინტერესი იზრდება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.
საჯარო სამსახურის რეფორმა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რითაც ეს ხელისუფლება დარჩება ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ისტორიაში, - ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც საჯარო სამსახურის რეფორმის თაობაზე აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივას გამოეხმაურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.