11-12 ივნისის ღამეს, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა საქართველოს რამდენიმე რეგიონს ზიანი მიაყენა. სტიქიამ ლენტეხის, გორის, კასპის, ბორჯომისა და ახალციხის მუნიციპალიტეტები დააზარალა.
გუშინ, ევროპარლამენტმა 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, სადაც ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთიდან სხვა ქვეყანაში გადატანას, თუკი რუსეთისთვის მისი ჩატარების უფლების მინიჭების უკანონობა დადასტურდება და კორუფციული დარღვევები გამოვლინდება.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შებოლილი თევზის ფალსიფიკაციის და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს" ფაქტობრივი მმართველი, თენგიზ წიქარიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
შსს-მ უკანონო ტყითსარგებლობის, ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევის, ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის და ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტებზე რამდენიმე პირი ამხილა.
102 წლის გერმანელმა ქალბატონმა, 77 წლის შემდეგ, მას მერე, რაც ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებამ ხარისხის დასაცავად გამოცდების ჩაბარების საშუალება არ მისცა, სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, – აღნიშნულის შესახებ ბრიტანული "ინდიფენდენტი" წერს.
დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, ბოდბის მონასტერში მიბრძანდა და ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლოცვა აღავლინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი სპორტსმენების გასამხნევებლად, ბაქოში დღეს ათლეტთა სოფელს ეწვია, მათ ევროპის ოლიმპიური თამაშების დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე პარასკევს, 12 ივნისს 9:00-დან 19:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება.
ორი ქვეყნის კეთილმეზობლური ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას.
არასამთავრობო ორგანიზციების: ,,სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ ,,ახალგაზრდა ადვოკატების“ ,,ახალგაზრდული თაობის“ და ,,პოზიციის“ მოსაზრებით, ქვეყნის საპარლამენტო ცხოვრების განვითარებისათვის აუცილებელია მოწესრიგდეს დეპუტატების მიერ საპარლამენტო სხდომებისა და საკომიტეტო მოსმენების გაცდენების მახინჯი პრაქტიკა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.