2015 წლის 7 ივნისს, 09:00 საათიდან 15:00 საათამდე მარათონის - ,,ერთად ვიმარჯვებთ” ჩატარების გამო, თბილისში ნაწილობრივ შეიზღუდება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე.
სააკაშვილის პრეზიდენტობისას ინტერპოლით ძებნილი ბიზნესმენი, ასლან აბაშიძის ყოფილი მრჩეველი და შემდგომ მასთან დაპირისპირებული ლევან ქიძინიძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გერმანიას აფარებდა თავს, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის და ამბობს, რომ "ქვეყანას ასეთ უსუსურ მდგომარეობაში და ხალხს ასეთ სიღარიბეში მხოლოდ ან ერის გამყიდველები, ან სააკაშვილთან შეკრული კლანები აგდებენ".
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცვლილება 20-ზე მეტ მაჟორიტარულ ოლქს შეეხება, მათ შორის თბილისში მაჟორიტარული ოლქების რაოდენობა 10-დან 13-14-მდე გაიზრდება.
წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან შეძენილია მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მოსმენა-ყურება იყო.
2016 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი შერეული სისტემით. თუმცა, მაჟორიტარული ოლქების ამომრჩეველთა რაოდენობას შორის დღეს არსებული დისბალანსი შემცირდება და დაწესდება 50%-იანი ბარიერი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები "ქართული ოცნების" ოფისში სხდომას მართავენ. მათი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი მაჟორიტარული სისტემის შეცვლას შეეხება.
პროკურატურამ მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩარმოთმევის 5 ფაქტზე გამოძიება დაასრულა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 4 დაზარალებულის დარღვეული უფლების აღდგენა, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
"საზოგადოება თუ მობილიზებული იქნება სამართლიანობას მივაღწევთ. მე მინდა, რომ ძალიან მალე ჩვენი უდანაშაულო ბიჭები ვიხილო თავისუფლები, სამსახურში დაბრუნებულები და ოჯახთან ერთად’’, – განაცხადა ირაკლი ალსანიამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემდეგ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების, ბოდბისა და ბოდბისხევის დამაკავშირებელი 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ უკვე 3 წელია მიმდინარეობს ეს ტალახის სროლა მისი და ეროვნული ბანკის მისამართით და თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით უმჯობესია სასამართლოს მიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.