შესაძლოა, პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, დავით უსუფაშვილი, მაგრამ მას ამ საკითხზე მყარი გადაწყვეტილების არსებობის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
"იმის უარყოფას, რომ ივანიშვილის გავლენა ხელისუფლებაზე დიდია, აზრი არა აქვს, თუმცა ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. ხელისუფლება უნდა უწევდეს მის აზრს ანგარიშს, მაგრამ მის ყველა ნათქვამს დირექტივად არ უნდა იღებდეს.
ჩვენ ნამდვილად არ შეგვიძლია ვთქვათ, თუ რომელი მოდელია ქართული საარჩევნო სისტემისთვის საუკეთესო, ეს თავად საქართველოში გადასაწყვეტი საკითხია - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა განუცხადა.
გერმანიაში, საქსონიის მხარეში საიდუმლო სარდაფი აღმოაჩინეს, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი ადოლფ ჰიტლერი, ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს ინახავდა.
თურქეთში პრეზიდენტ ერდოღანის მმართველმა პარტიამ უმრავლესობა დაკარგა. "ბიბისის" ცნობით, გუშინ ჩატარებული საყოველთაო არჩევნების შედეგად, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 41 პროცენტი მოიპოვა.
აკაკი ხორავას სახელობის სენაკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დიდი ქართველი მსახიობის აკაკი ხორავას დაბადებიდან 120 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.
საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ გახმოვანებულ წინადადებას გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი. მან მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პროგრესული და დემოკრატიის განვითარებისთვის წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის კობა არაბულის განცხადებით, გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში მხარის მაჟორიტარი დეპუტატები დამნაშავეებად არ მოუხსენებია, თუმცა, ვინაიდან მისმა განცხადებებმა ინტერპრეტაციის საშუალება გააჩინა, იგი დეპუტატებს ბოდიშს უხდის.
მხოლოდ ფსიქიურად შეშლილ ადამიანს შეუძლია წარმოიდგინოს ვითარება, რომ რუსეთი ნატო-ს წევრ ქვეყნებს ესხმის თავს, - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიურ მედიასთან გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.