ნებრასკას შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება. აღნიშნულ ინიციატივას კონსერვატორების კოალიციამ მხარი დაუჭირა, რომლებიც პატიმრის დასჯის ამ ფორმას მკაცრად ეწინააღმდეგებიან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე "საქართველოს მოქალაქეები - უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
დიდი ბრიტანეთი უკრაინის კონფლიქტის გამო რუსეთზე ზეწოლას გააგრძელებს, - ეს განცხადება გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ახალარჩეული პარლამენტის პირველი სესიის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული გალაქტიონ ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო ტყის ფონდის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენების, ხე-ტყის ტრანსპორტირების მოთხოვნათა დარღვევის და ნორმატიული აქტით დადგენილი, ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე რამდენიმე პირი ამხილა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ სულხან ოქროპირიძემ, გამგებელმა სულხან ევგენიძემ, საკრებულოს დეპუტატებმა და მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლებმა ქობულეთში ჯავახიშვილის უბანში წყლისა და კანალიზაციის სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
ყურადღების მიღმა დარჩენილი პუტინი სამხრეთ ოსეთს შთანთქავს - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Newsweek-ი სტატიას. სტატიაში აღნიშნულია, რომ მაშინ როდესაც დაახლოებით ორი თვის წინ მედია დაკავებული იყო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წლისთავის გაშუქებით, რუსეთმა საკუთარი ტერიტორია გაიფართოვა.
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა- ჯიხაიშში გაზიფიცირების სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. სოფელში, სადაც დაახლოებით 300 ოჯახი ცხოვრობს, მოსახლეობის 95% უკვე გაზიფიცირებულია. სამუშაოები გრძელდება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენისთანავე, სპეციალისტები დარჩენილ ოჯახებსაც შეუყვანენ ბუნებრივ აირს.
26 მაისის სპორტულ ღონისძიებათა პროგრამა სიმონ საყვარელიძის სახელობის სპორტულ – გამაჯანსაღებელ ცენტრში გაგრძელდა. სპორტის სასახლემ ფინალურ ტურს უმასპინძლა მინი ფეხბურთში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.