ციურიხში დაკავებულ ფიფა-ს ექვს ხელმძღვანელს შორის ვიცე პრეზიდენტები - ჯეფრი ვები და ეუხენიო ფიგერედო არიან. ამას გარდა, დაკავებულია კოსტა-რიკას ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი ედუარდო ლი და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ხოსე მარია მარინი.
სენაკის გამგეობასა და ჩინურ კომპანია „ტურიზმის საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის თანახმადაც ჩინური კომპანია ბალნეოლოგიურ კურორტ მენჯის განავითარებაზე მზაობას გამოთქვამს, რისთვოსაც 250 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
2014 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე, 2013 წელთან შედარებით, 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტი შეადგინა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ “ნაციონალური მოძრაობიდან” წასულ 4 ადამიანს “ბევრი გაჰყვება, ოღონდ სხვადასხვა მიმართულებით”, ამის შესახებ ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემები აქვს და არ არის გამორიცხული, რომ ის დაიშალოს.
"ნაციონალური მოძრაობა" შიგნიდან კიდევ სამ ჯგუფად იშლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრის მხრიდან პარტიის დატოვების კომენტირებისას განუცხადა.
"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული დეპუტატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ინდოეთში ძლიერი სიცხის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა. "ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 50 გრადუსს მიაღწია.
როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველებმა რა უნდა გააკეთონ საქართველოსთვის, პირველ რიგში, უნდა დავფიქრდეთ, საქართველო რას აკეთებს მათთვის.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 3,7 მილიონი მოქალაქე დავრჩით, რაც კატასტროფაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თსუ-ში პირველ დიასპორულ პროფესიულ ფორუმზე განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.