შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებების მზადებისა და ჩატარების დღეებში, დედაქალაქში ავტომანქანებით გადაადგილება შეიზღუდება.
აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე კუბაში გამგზავრების სურვილს გამოთქვამს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯოშ ერნესტმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შვედი კოლეგა საქართველოში მიიწვია. ირაკლი ღარიბაშვილისა და სტეფან ლოფენის შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების გადადგმა არ იგეგმება, - ამის შესახებ რიგაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დაწყებამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
ბოლო 2 დღეა, ლარი ერთბაშად მყარდება. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2,32 ლარია, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში კი დოლარი 2,27 ლარზე ნაკლებად იყიდება.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცება, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის მომავალი და საქართველოს წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის შეხვედრის მთავარი თემები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იტალიელმა კოლეგამ, მატეო რენციმ, იტალიაში ოფიციალურ ვიზიტად მიიწვია. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურების პირველი შეხვედრა რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
იმედი მაქვს, ძალიან მალე ჩვენს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის საშუალება ექნებათ,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების ოფიციალურ მიღებაზე, ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან გააკეთა.
აუცილებლობად მიგვაჩნია, რომ არსებულ რთულ სიტუაციაში, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე, ხოლო დე–ფაქტო პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად და პირველ ვიცე–პრემიერად!
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, - მხარდაჭერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრის ბერზინშმა დღეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.