სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.26 ლარიდან 2.27 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. ჯიხურებში დოლარის გაყიდვა 2.24-დან 2.26 ლარამდეა შესაძლებელი.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისათვის სამუშაოები დასრულებულია. ნაგავსაყრელი 3 ჰექტარს მოიცავს, რომელიც თერჯოლის მოსახლეობის გარდა ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებსაც მოემსახურება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს რიგას ეწვევა და ევროპის სახალხო პარტიის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ლატვიის დედაქალაქში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პარალელურად გაიმართება.
დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ თქვენს თანაკურსელებს საქართველოდან – სოსოს და ბესოს, მათი სულები იქნებიან თქვენთან, სანაპირო დაცვის წევრებთან ერთად მთელს მსოფლიოში, – ასე მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ კონექტიკუტის შტატში, ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს.
ასპინძის მუნიციპალიტეტში მდინარე ოთისწყლის კალაპოტის გასწვრივ გაბიონებისა და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები აპრილში დაიწყო და უახლოეს ხანში დასრულდება 1750 მეტრი სიგრძის გაბიონის მოწყობა.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი სამუშაო ვიზიტად ლატვიის რესპუბლიკაში გაემგზავრა. „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე საქართველოს დელეგაციას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს.
ძალიან კარგია, რომ ლარის გამყარება მიმდინარეობს. ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა.
მცხეთაში გამრიცხველიანებულ აბონენტებს წყლის საფასური გაუორმაგდათ. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე დღეს მიიღეს.
გენმოდიფიცირებული სოიოს შემოტანაზე ელგუჯა ხოკრიშვილის ბრძანება შესაძლოა, "მრეწველებმა" გაასააჩივრონ. აღნიშნული განცხადება, "მრეწველების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გააკეთა.
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სახელმწიფო სათათბიროს პალატებში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „მეკავშირეობისა და ინტერგაციის ხელშეკრულების“ რატიფიცირების საკითხში თავის წარმომადგენლად დანიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.