საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული. ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში 19, 20 და 25 მაისს რეპეტიციები ჩატარდება.
ქობულეთში ლიტვური პოეზიის ფესტივალი "პოეზიის გაზაფხული 2015" საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის თავმჯდომარის ლორეტა გრაუჟინიენის პატრონაჟითა და ლიტვური კულტურისა და ენის ცენტრის ორგანიზებით გამართულ ფესტივალზე ქართველმა და ლიტველმა პოეტებმა ქართულ და ლიტვურ ენაზე ლექსები წაიკითხეს, გაიმართა კონცერტი.
საქართველო რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას არასდროს ელოდა და მთავრობას ეს მოლოდინი არ შეუქმნია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „TRANSFAIR“-ი დააკავეს.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ინტერპოლის მიერ მისი ძებნის შეწყვეტის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ზურაბ ადეიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ გამოცემა “გლავკომთან” საუბრობს.
საქართველოსა და ავსტრიის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა დასრულდა. ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში მხარეები აუდიენციას უკვე გაფართოებულ ფორმატში მართავენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ფანჩულიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ვაჟა ფანჩულიძის განცხადება პრემიერ-მინისტრმა უკვე დააკმაყოფილა.
თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყეტილება ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ნატოში გასაწევრიანებლად საქართველოს მაპი არ სჭირდება – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა “მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მთავარი საფრთხე, რაც ქვეყანის წინაშე დგას, კრემლის პოლიტიკაა.
ე.წ. მესაზღვრეებმა საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ აძვიდან კიდევ ერთი ადამიანი გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 67 წლის ადგილობრივი მცხოვრები გრიშა ბალამწარაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.