აშშ-ს სენარტორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინის რეფორმების საერთაშორისო საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ სენატორის ოფიციალურ ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, პროკურატურის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პირდაპირ პასუხობს იმ მოთხოვნებს და სტანდარტებს , რომელსაც საქართველოს უყენებდა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა, რომელიც პროკურატურის რეფორმას ითვალისწინებს. ცვლილებები მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა წარადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობის სხდომაზე შს სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
შსს-მ კანონიერი ქურდობის და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი თემურ გ. სოფელ რუხში დააკავეს.
შსს-მ სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში სამი პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1959 წელს დაბადებული თურქლს თ, ბანგლადეშის მოქალაქეები - 1993 წელს დაბადებული მუსტაკ ა. და 1986 წელს დაბადებული მურად მ. დააკავა.
საქართველოს მთავრობა დღეს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკითხზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტი განსახილველად პარლამენტში გადაიგზავნება, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი EBRD-ის ღონისძიების წარმატებით ჩატარებისთვის ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს და მისი უწყების თითოეულ თანამშრომელს მადლობას უხდის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მის ახალ მოადგილეებს დღეს წარადგენს. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა. ხიდაშელი მინისტრის რანგში მთავრობის სხდომას პირველად ესწრება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საერთო სასამართლოების ყველა მოსამართლეს პროფესიულ დღეს ულოცავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.