საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს ზოგად სისუსტეს და თავის ტკივილს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი მარიამ ჯიშკარიანს სთხოვს, რეაბილიტაციის პროცესში ჩაერთოს.

სრულად...

„ავიცრათ ერთმანეთისთვის“ - ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ფარგლებში, ახალქალაქსა და სამტრედიაში ღონისძიებები გაიმართა, სადაც სტუმრებს Covid-19-ის საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა მიეცათ. მსურველებს აცრა „ფაიზერის", „სინოფარმის" და „სინოვაკის" ვაქცინით შეეძლოთ. ღონისძიების მიმდინარეობისას ვაქცინირებული მოქალაქეები სხვადასხვა ვაუჩერით დასაჩუქრდნენ და უფასოდ ისარგებლეს იუსტიციის სახლის მობილური ჯგუფების მომსახურებით.

სრულად...

ვაქცინაციის პროცესი მიუხედავად მრავალი ღონისძიებისა იმ ტემპით ვერ მიმდინარეობს, რაც გვინდა და გვჭირდება. წახალისების გამოცხადების შემდეგ ცოტა მოიმატა, კვირის სამუშაო დღეებში გვაქვს შვიდი ათასი და ოდნავ მეტი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და დაამატა, რომ მას შემდეგ, რაც წახალისების მექანიზმი ამუშავდა და 60 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეებს ვაქცინისთვის 200 ლარი ეძლევათ, ამ ასაკის მოსახლეობის აცრებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი გაოთხმაგდა.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 34 361 კვლევა ტესტით, მათ შორის 19 776 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 585 PCR ტესტით.

სრულად...

გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი შემცირდა. დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 169 სკოლა და ცალკეული 438 კლასი. ინფორმაციას ამის შესახებ განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 52 962 კვლევა ტესტით, მათ შორის 32 513 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 449 PCR ტესტით.

სრულად...

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გვიან ღამით გადაიყვანეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადმოყვანის პროცედურა სავსებით ნორმალურად შედგა, ყოველგვარი ინციდენტების და ექსცესების გარეშე და ყოფილი პრეზიდენტი კმაყოფილია იმ პროცედურით, როგორც წარიმართა მისი ჰოსპიტალში დაბინავება.

სრულად...

„მე დავთანხმდი ჩემ მიერ აშენებულ გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემ მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ არც ერთი დღით, შევეგუო ჩემს უკანონო პატიმრობას და იმედია არც თქვენ შეეგუებით ჩემი პუტინის ტყვეობაში ყოფნას", - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო. 

სრულად...

მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება შემდეგია, იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას იქ გადაყვანისთანავე, - განაცხადა ნიკა გვარამიამ

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი