საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს კახეთის რეგიონს სტუმრობს. ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე, მთავრობის მეთაური ბოდბის წმიდა ნინოს სახელობის სამონასტრო კომპლექსს ეწვია.
პრემიერ-მინისტრი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის ამოღებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მისთვის გაუგებარია. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრი პანკისიდან ახალგაზრდების სირიაში წავსლის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ამ პრობლემის წინაშე მთელი მსოფლიო დგას.
ის, რაც 100 წლის წინ ოსმალეთის იმპერიაში მოხდა, საქართველოს პარლამენტის საკითხი არ არის - ეს გაარკვიონ ისტორიკოსებმა, - აღნიშნული განცხადებით მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა აზერ სულეიმანოვმა ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს სამველ პეტრიოსიანს უპასუხა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფს ხელფასი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერიცხება.
ის, რაც ოსმალეთის იმპერიაში 100 წლის წინათ მოხდა, დღემდე უდიდესი ტრამვაა სომეხი ხალხისთვის, - ეს განცხადება ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამველ პეტროსიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და მოითხოვა სომეხთა გენოციდის აღიარება და დაგმობა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, არასრულწლოვნების მიმართ, რომლებიც სირიაში წავიდნენ, პედაგოგები რაიმე სახის მინიშნებას, რომ შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, ვერ აკონკრეტებენ.
საქართველოსა და რუსეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტაციების დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდა.
საქართველოში აშშ-ს ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ყველა ქვეყანა, მათ შორის, ევროპა და ამერიკაც დგას იმ პრობლემის წინაშე, როდესაც ახალგაზრდები გარკვეული პირების მხრიდან რადიკალიზაციის მსხვერპლნი ხდებიან.
საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით, საქართველო დაწესებულ პროცედურას და მეთოდოლოგიას მიყვება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.