დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2 პროცენტამდე შესამცირებელია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრების კორექტირება ალბათ მეორე კვარტლის ბოლოს უფრო უპრიანი იქნებოდა, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
თბილისში, მუხიანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩაზე, წუხელ 7 ავტომობილი გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივნის გიგლა ბარამიძის განცხადებით, მთავარი პროკურორის, გიორგი ბადაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რადგან ის თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. გიგლა ბარამიძემ ეს, გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ყოფილი და ახალი ხელისუფლების პერიოდის პრემიებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის ობიექტში სააკაშვილის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, ძირითადად, ყველაზე მაღალშემოსავლიანი მინისტრები მოხვდნენ.
საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კობა ნარჩემაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირება ხელისუფლებისთვის კრახი იქნება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა ჰქონდეთ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად, წნორში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.
საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, შესაძლოა, თბილისში „ვეფხისტყაოსნის“ ინსტიტუტი გაიხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრეს.
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რანთიგ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე იუსტიციის ყოფილ მინისტრზე საერთაშორისო ძებნის შეჩერებას ხელისუფლების უპასუხისმგებლობას აბრალებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ,,ქართულ ოცნებასა“ და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გარიგება შემდგარიყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.