საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა.
„დღეს რაც ვნახეთ, არის შეშინებული, ძალის იმედად დარჩენილი რეჟიმი, რომელიც კოპირებს რუსეთსა და ბელარუსს!“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია Facebook-ში წერს.
„მითხარით, მცხეთაში მილიონობით ლარის ქონება როგორ შეიძინე?“ - ლევან ხაბეიშვილი თემურ კუპატაძეს დაუპირისპირდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული.
პოლიციამ თბილისში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით ჯამში 46 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის და მისი ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების პირობებშიც კი, შეიძლება ობიექტურად თუ სუბიექტურად მივიღოთ ისეთი პოლიტიკური ვითარება, რომელიც საფრთხის შემცველი იქნება სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურად მუშაობისათვის და ზოგადად, სახელმწიფოში შექმნის დესტაბილიზაციის და უმართავი პროცესების განვითარების საშიშროებას!
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964 PCR ტესტით.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს სააკაშვილის, როგორც გადაუდებელი ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
'საკანი' რატომაც იყო ქოცების სიმბოლო, გასაგებია. საკუთარი ქვეცნობიერი სურვილების პროექცირება ხდებოდა - ეგ უნდოდათ, საკანი… შექმნეს, ქვეყნისგან…
მივესალმები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების ვიზიტს ბათუმის პორტში; მივესალმებით ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, მათ ეკიპაჟებსა და პირად შემადგენლობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.