პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ბოლო დროს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ ხელოვნური აჟიოტაჟის ატეხვას, თითქოს ვინმეს ეშინია სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლო პროცესების გამართვის.
ძლიერმა ქარმა თბილისის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. სხვადასხვა მისამართზე დაზიანებულია სახურავები, სარეკლამო ბანერები. ასევე, წაქცეულია ხეები.
ივანიშვილი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი წმინდანად აქციოს და პოლიტიკური და ადამიანური კათარზისის ქაფიდან ახლიდან დაბადოს სრულიად განწმენდილი. ქოცს უფრო მეტი ჭკუა რომ ჰქონდეს, აუცილებლად შეეპარებოდა ეჭვი თავისი პატრონის ზრახვებში და შეშინებული იკითხავდა - ნეტავ, შეკრულები ხომ არ არიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია ესწრებოდა.
წალენჯიხის მუნციპალიტეტის მერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ხარჩილავა საქართველოს მთავრობას მიმართავს და აცხადებს, რომ არ (ვერ) დაესწრება „დღევანდელი საზეიმო ელფერის მატარებელ, მილოცვითი სახის ღონისძიებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სხვა მიზეზებთან ერთად, შეხვედრაზე მიუსვლელობას იმით ხსნის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ცივილიზებული სამყაროსთვის მიუღებელი, არაჰუმანური მიდგომა“ გამოიჩინა და ამასთან, „მილოცვა და საზეიმო განწყობა საქართველოს მოქალაქეების დუხჭირი, გაუსაძლისი ყოფიერების და კოვიდტრაგედიის შესაბამისი“ არ არის.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი დასრულდა და ის 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდა.
10 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადას დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანში, საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე გაიმართა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე თბილისში მდებარე მეკლდეურობის დარბაზს ესტუმრნენ და იქ არსებულ სავარჯიშო პირობებს გაეცნენ.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სოფლების, ეშტია-უჩმანის და ეშტია-თორიის საავტომობილო გზების მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.