პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე, ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და მხოლოდ ამ თემაზე მაქვს კონცენტრირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 49 334 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 214 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 120 PCR ტესტით.
თავს ვგრძნობ აბსოლუტურად ნორმალურად, ცხადია სისუსტე შემომემატა. ყველა გულის წასვლის ეპიზოდი უკავშირდებოდა სკამიდან ჩქარა ადგომას. ნელა როცა ვდგები გადასარევად ვარ.
არ მჯერა ივანაშვილის გაპარვის! ფიზიკურად რომც არ იყოს ქვეყანაში, ბოლომდე შეინარჩუნებს მართვის სადავეს. შს მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსები მისი პირადი დაცვის უფროსები არიან. სუს-ის უფროსი და თავდაცვის მინისტრი - ქართუ ბანკის შნირები.
საქართველოს საპატრიარქო ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) მიერ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ორჯერ მონახულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ ამან „ხალხის დიდ ნაწილში ვნებათაღელვა გამოიწვია“.
გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. სააკაშვილს ასევე სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ პარტიის ხელმძღვანელობა სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საპროტესტო აქციები არ გაიმართება იმ საავადმყოფოს გარეთ ან მის მიმდებარედ, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება გადაყვანილი.
ჟურნალისტი ელისო კილაძე ირწმუნება, რომ ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მისი თქმით, ოლიგარქმა ვიზაც დაჩქარებული წესით აიღო. ჟურნალისტის თქმით, ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც მისი შიდა, ისე გარე წყაროები:
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.