საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა. სწავლება შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტაქტიკური წვრთნები თავდაცვის შემადგენელი კომპონენტის, გავლა-გატარების ოპერაციის ჩატარებას მოიცავდა.
ვანის მუნიციპალიტეტში შუამთა-მთისძირის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 38 093 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 592 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 501 PCR ტესტით.
რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში 14 ოქტომბერს გაჩენილმა ხანძარმა ორი პატიმარი იმსხვერპლა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს, რომლის დაქვემდებარებაშიც პენიტენციური დაწესებულებებია.
GUARDIAN.GE - ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოუწოდებს „რესპუბლიკელებს“ არ მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში, თუკი 2020 წლის არჩევნების „გაყალბების“ საკითხი არ გაირკვევა.
N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.
ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ დღევანდელი დღე, სვეტიცხოვლობა; მინდა, დღევანდელი დღე განსაკუთრებული სიყვარულით და პატივისცემით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, სვეტიცხოვლობა მივულოცოთ ამ მიწაზე მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს, წმინდა სინოდს, პატიოსან მღვდლებს, დედებს, მამებს, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.
სასჯელაღსრულების N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოები მიმდინარეობს.
14 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი აქციის გამო, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე, სატრანსპორტო გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
ჩვენს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციასთან საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია გვაქვს დასამთავრებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.