საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის დღეს, 2 ოქტომბერს და შემდგომ პერიოდში ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილია და ამ დროისთვის შესაბამის ელექტრონულ ბაზაში ასახულია 1702 საჩივარი, – ამის ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევიდა.
საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით აცრა 12 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
რამდენიმე დღის წინ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თანმხლებ პირებთან, ერთად ნიუ-იორკში, გაეროს გენერეალური ასამბლეის მსვლელობისას, მივიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საერთოდ რუსეთის დელეგაციის ოთახში (იქვე) და შესთავაზა ლავროვს „ნატო-რუსეთის ფორმატის“ აღდგენა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში - ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით - ჩატარდა 31 828 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 619 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 209 PCR ტესტით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1940 წელს დაბადებული დ.ფ. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კინოსა და თეატრის მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ამირან ქადეიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
იმერეთში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. ამ მიმართილებით რეგიონში 2021 წელს აშენდა 7 საჯარო სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 საჯარო სკოლას. ამჟამად მიმდინარეობს 3 საჯარო სკოლის მშენებლობა და 19 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება ჯამში 64 მლნ ლარზე მეტია.
თვითმმართველობის არჩევნებმა ქართული პოლიტიკური აბსურდის თეატრის დამაგვირგვინებელი აქტი შეასრულა და დღეიდან მოყოლებული, იმედი მაქვს, ეს აბსურდის თეატრი დასრულდება ქვეყანაში, – განაცხადა პრესკონფერენციაზე კინორეჟისორმა, „ქართული ოცნების“ მხურვალე მხარდამჭერმა, გოგა ხაინდრავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირველ ადგილზე გავიდა და მეორე ტურში გამარჯვებისთვის ემზადება, განმარტა თუ რატომ უჭერდა მგზნებარედ მხარს ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს და გაიხსენა, როგორ მივიდა მაშინ „ღმერთისგან გამოგზავნილი“ ივანიშვილის მხარდასაჭერად არჩევნებზე საკუთარი კალმით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.