დაგავიწყდათ, 27 წლის ასაკში ჩემმა ნაქებმა ხელისუფლებამ ერთდროულად 3 აგენტ-პროვოკატორი რომ „ამკიდა“ და კორუფციის ბრალდებით ციხეში გამიშვა?
საქართველოს, 2-4 ივნისს, ოფიციალურ ვიზიტად, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი ეწვევა.
დილიდან წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონის და სოსანას სახელობის საკათედრო ტაძარში, საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა,რომელსაც ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი,მოადგილეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად დაესწრო.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა ადმინისტრაციულ ერთეულებში თავის რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და რამდენიმე საკითხი განიხილა.
საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ანკარაში, ათათურქის მავზოლეუმში, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავის გვირგვინით შემკობას ეხმაურება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და ღარიბაშვილის ქმედებას „სირცხვილს“ და „თავის მოჭრას“ უწოდებს.
ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ხუთი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის, აშშ-ის არმიისა და საზღვაო ქვეითთა პირადი შემადგენლობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ეროვნული თავდაცვის აკადემია ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსზე მიღებას აცხადებს. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის გაცნობითი პრეზენტაცია გაიმართა. საკანდიდატო კურსის უფროსის მოადგილემ კაპიტანმა რევაზ ტორონჯაძემ სამხედრო მოსამსახურეებს საკანდიდატო კურსზე მიღების პირობები და საკანდიდატო კურსის პროგრამა გააცნო.
ღია კაფეების მფლობელები წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარისგან გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
1ივნისს, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამველ მანუკიანმა, პარლამენტის წევრმა "ქართული ოცნების" პარტიული სიით, სუმბატ კიურეღიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა, იური უნანიანმა, საკრებულოს თავჯდომარემ ნაირი ირიცანმა, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ სულდაში საბავშვო ბაღი გახსნეს.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.