საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო ვიზიტად თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ქონებრივი დეკლარაციისა და შემოსავლების შესახებ გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ „გადაცემა თავდაცვის მინისტრის მიმართ თავისი ცილისმწამებლური და შეთითხნილი ბრალდებებით გასცდა ყოველგვარ ეთიკურ და სამართლებრივ საზღვრებს“.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ჩეხურ ფონდს – REGI Base Foundation და REGI Base Georgia-ს შორის თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მემორანდუმი გაფორმდა.

სრულად...

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ქ. ნინოწმინდის საბავშვო ბაღის საზეიმოდ მოწყობილ ეზოში გამართულ ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის 11 საბავშვო ბაღი მონაწილეობდა.

სრულად...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა შიდა ქართლის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, ვალერიან მჭედლიძე რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში წარუდგინა.

სრულად...

განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ფარგლებში ახალი - სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის განხორციელება იწყება. ამ მიზნით საქართველოს პირველად ეწვია დელეგაცია, რომელსაც მრავალეროვნული სამედიცინო საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი - ევროპული სამედიცინო სარდლობის მეთაური, ბრიგადის გენერალი სტეფან კოვიტცი ხელმძღვანელობს.

სრულად...

ეს გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ვიზიტის ამ დონემდე აწევა მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთის დღევანდელი ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობას და ჩვენი თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

სრულად...

სასოფლო სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციის პროცესში ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან 23:00 საათიდან 04:00 საათამდე იმოქმედებს.

სრულად...

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი