საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა. ქართული ჯარის საიუბილეო თარიღი ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მართვის ცენტრიდან ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ფოიეში მოწყობილ პოსტამენტზე გმირების უკვდავსაყოფად ხელნაწერი ხსოვნის წიგნი განთავსდა.
საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა. იუნკერებს გამოცემა - „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში და დაწესებულ უქმეებზე, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 13 მაისიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახში განაგრძონ.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
გეოლოგების მიერ შედგენილ პირველად ინფორმაციას და სამოქმედო გეგმას, მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის თემის სოფ. ჟაბეშის ტერიტორიაზე უკიდურესად გართულებული გეოდინამიკური პირობების შესახებ მესტიის მერია ავრცელებს.
ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიის მიერ დღეს საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო, - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში, ლაშთხვერის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იწყება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მოიცავს ცენტრალური გზიდან სოფ. ლაშთხვერის და სოფ. ქაშვეთის გზის 863 მეტრიან მონაკვეთს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ავიაციის მარშალ სერ სტიუარტ პიჩს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გენერლის საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ალიანსის მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ.
9 მაისი ახლოვდება, ფაშიზმზე გამარჯვების დღე, რომელშიც უდიდესი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირმა! რუსეთის დღევანდელი კაგებეშნიკური ხელმძღვანელობა პოლკოვნიკ პუწინის მეთაურობით ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ ეს ისტორიული გამარჯვება მხოლოდ რუსეთს და რუს ხალხს მიაწეროს, თითქოს, მაშინდელ საბჭოთა კავშირში შემავალი სხვა ქვეყნების და ხალხების მიერ გაღებული სისხლი უმნიშვნელოა!
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.