დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე, იღებს 2022 წელს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ და დაამატა, რომ ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

სრულად...

ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა, რომ დაიწყოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, - განაცხადა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

სრულად...

ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შარლ მიშელმა ახალი წინადადება გამოაქვეყნა, რაც მხარეებს გააცნო.

სრულად...

თუ ასე გიყვართ ბიძინა ივანიშვილი, წაიყვანეთ, აირჩიეთ, დანიშნეთ, - ასე მიმართავს ევროკავშირის ხელმძღვანელობას „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

სრულად...

ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში ბოლო დღეს ტატამზე შვიდი ქართველი ძიუდოსტი გამოვიდა, ფინალში კი ხუთ მათგანი მოხვდა. კონტინენტის პირველობაზე 90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ლაშა ბექაურს შეხვდება.

სრულად...

ჩვენი მხრიდან ევროკავშირისა და პრეზიდენტ შარლ მიშელის ეგიდით წარდგენილ დოკუმენტზე ხელმოწერა უკვე დაფიქსირებულია. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მოვუწოდებთ ოპოზიციას, ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა და ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სრულად...

საბაგირო ხაზის სიგრძე, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივ კორპუსსა და ბაგების ტერიტორიას ერთმანეთთან დააკავშირებს,320 მეტრს შეადგენს და მასზე მოძრავ თითო გონდოლას 40 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

სრულად...

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ეცნობა. უწყების ხელმძღვანელი ხონში, დასავლეთ სარდლობის მე-6 საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე მის მოადგილესთან ზურაბ აზარაშვილთან, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად და დასავლეთის სარდალთან, ბრიგადის გენერალ კობა გრიგოლიასთან ერთად იმყოფებოდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქ.ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა უმასპინძლა და ტერიტორიაზე დასრულებულ და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა.

სრულად...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერები საქართველოში ევროკავშირის მედიაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი