ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებულად გამოაცხადა, - ამის შესახებ მან ორბელიანების სასახლეში დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ - ხელმოწერის ცერემონიის გამართვის შემდეგ ბრიუსელიდან ჩართვისას თქვა.
ორბელიანების სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე - „საქართველოს წინსვლის გზა“ - ხელმოწერის ცერემონია გაიმართა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა სამსახურების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ალექსანდრე სარიშვილმა პირველ რიგში მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მიმოიხილა.
ამ მოცემულობაში „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებში აიღებს 50%-ზე მეტს, - ამის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე „ფეისბუქში“ წერს.
საქართველოში 18+ ასაკის ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
შარლ მიშელის ბოლო შემოთავაზებამ კიდევ უფრო დაქსაქსა "ნაციონალური მოძრაობა". ბოკერიას ჩამოშლილი პარტია ისეთ ეროზიაშია, რომ სუპერგამძლე 'ლატკებიც' ვეღარ უშველის. პრაგმატულად მოაზროვნე ოპოზიციური პატარა პარტიები ხვდებიან, რომ პარლამენტში შეუსვლელობითა და მიშას 'დუდუკზე' უაზრო როკვით, ვერაფერს მიაღწევენ.
„ხელს ვაწერ მომლაპარაკებლების მიერ შემოთავაზებულ შეთანხმების ტექსტს“, - ამის შესახებ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და განმარტავს, რომ ხელს აწერს სამი რამის გამო.
მზად ვარ მივიღო სკანდალური გადაწყვეტილება. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულების ბოლო აკორდი უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტიები შევლენ პარლამენტში, და აშშ და ევროკავშირი გამოაცხადებს, რომ შეთანხმება შედგა. ამის შედეგ 1 კვირაში ხელს მოვაწერ შეწყალების გადაწყვეტილებას, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-2 ქვეითი ბრიგადის 22-ე ქვეითმა ბატალიონმა საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით ჩაატარა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დასავლეთის ბატალიონისა და აშშ-ის არმიის ოპერატიული ქვედანაყოფის „ალფა“ ჯგუფის მიერ დასავლეთ სარდლობის დაქვემდებარებულ სხვადასხვა ლოკაციებზე „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები“ (JCET) გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.