მმართველი გუნდი მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, მზად არის ხელი მოაწეროს ახალ შეთანხებას, თვითმმართველობის არჩევნებში ნდობის 43%-მდე გაზრდის მაჩვენებლით.
„ლელო“ მედიატორების მიერ წარდგენილ ახალ დოკუმენტს ხელს მოაწერს. ამის შესახებ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს.
„სტრატეგია აღმაშენებელი“, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციური პარტია, ვთვლით, რომ უნდა გამოვიყენოთ საერთო ბრძოლით მიღწეული შექმნილი შესაძლებლობის ფანჯარა და ხელი უნდა მოვაწეროთ ჩვენი დასავლელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, რომელიც მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, რაც გამომდინარეობს კომპრომისის ბუნებიდან, შესაძლებელია, ყველამ ერთად ვაქციოთ დიდი შემობრუნების, დიდი ცვლილებების გარდამტეხ წერტილად, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
იმისათვის, რომ საქართველოში „ისევ ქაოსით, არეულობით, ქუჩით და შეტაკებებით“ არ მოხდეს ხელისუფლების ცვლილება, ახალი არჩევნები ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გარეშე უნდა ჩატარდეს, რათა ქართველ საზოგადოებას შედეგებისამდი ნდობა გააჩნდეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში კიევიდან პირდაპირი ჩართვის დროს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტზე საუბრისას.
„გირჩის“ წევრებმა - სანდრო რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ და ვახტანგ მეგრელიშვილმა ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტს Facebook-ის პირდაპირ ეთერში მოაწერეს ხელი.
ვიდრე ორ მთავარ საკითხზე - პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებზე - შეთანხმება ვერ მოხდება, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე ხელს არ მოვაწერთ, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების რჩევებს, წინადადებას შეთანხმების მისაღწევად და მზად ვართ, გუნდთან დავიწყოთ განხილვა ნდობის 40-პროცენტიანი მაჩვენებლის გაზრდაზე,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაშია ნათქვამი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა, ახალი ვარიანტის გამოქვეყნება კი საერთოდ არ იყო საჭირო და არც პროცენტებზე ვაჭრობაა მართებული.
ჩემი აზრით, დადგა დრო ოპოზიცია პოლიტპატიმარ მელიას გარშემო გაერთიანების შემდეგ, გაერთიანდეს თბილისის მერობის ერთიან კანდიდატ მელიას გარშემო. ამისათვის მე მხარს ვუჭერ რომ ოპოზიციამ ხელი მოაწეროს შარლ მიშელის დოკუმენტს, ოღონდ პარლამენტის ბოიკოტი შეწყდეს მაშინ, როცა ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. წარმოუდგენელია ერთდროულად ოპოზიცია იჯდეს პარლამენტში, ხოლო მელია – ციხეში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილი გენერალური მდივანი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 1 591 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.