„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოს პარლამენტთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეიდან ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და განმარტა, რომ საგანგებო რეჟიმზე გადასვლა ითვალისწინებს მათ ჩასვლას ყველა ქალაქსა და სოფელში, შესვლას ყველა ოჯახში და მოსახლეობის დარწმუნებას, რომ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი.
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და გვარდიის სხვა ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.
რადგან კვლავ ისმის ე.წ. ‘შუაშისტ’ ამომრჩეველზე გათვლილი იაფფასიანი ტექსტები - ‘ორივე მხარის ბრალია’, ‘ორივე უპასუხისმგებლოა’, ‘არც ერთს არ უნდა შეთანხმება’ და ა.შ. მაგალითზე ავხსნი რა მოხდა, უფრო გასაგები რომ იყოს.
განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვისა და სურსათის უვნებლობის ევროკომისარ სტელა კირიაკიდისს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 169 კვლევა ტესტით, მათ შორის 13 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 254 PCR ტესტით.
საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 422 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ღიად განაცხადა, რომ ის კარს უხურავს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მთლიანად დასავლეთს“, ოპოზიცია „სულ სხვა მოქმედების რეჟიმზე“ გადადის და ხვალ რუსთაველის გამზირზე სამოქმედო გეგმას გააცნობს მხარდამჭერებს.
„აი, რა ხდება საზოგადოებრივ ტრანსპორტში საღამოს, კომენდანტის საათის გამო. მოხსენით კომენდანტის საათი. არ გაბედოთ მერე გაზრდილი ციფრების ხალხისთვის დაბრალება“, წერს ანა დოლიძე „ფეისბუქში“ და მოკლე ვიდეოს აქვეყნებს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანი მოსოიანმა სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ეშტია-ნინოწმინდის სასმელი წყლის მილსადენის სრული მშენებლობის ან ნაწილობრივი შეკეთების ტენდერში გამარჯვებული პროექტი განიხილეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.