ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასუფთავების აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ და მერიის თანამშრომლებმა წინასწარ შერჩეული ადგილები დაასუფთავეს.
რა გითხრათ, იცით?! უწინარესად, მინდა შეგახსენოთ, რასაც მუდამ ვამბობდი, რომ - ნაცებიც და ქოცებიც საბჭოური მენტალობის "მედასავლეთეები" არიან, ე.წ. მიქსი, ნეო-ბოლშევიკების და ნეო-ლიბერალების, მათთვის მთავარია ხელისუფლებაში მოვიდნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ, თორემ დასავლური ღირებულებებიც და ფასეულობებიც ორივეს ერთნაირად ფეხებზე ჰკიდიათ!
თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას, რომელსაც პროკურატურამ ბრალი ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის წარუდგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შედეგების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 494.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები დათა ვანიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ახალციხეში ასტრაზენეკათი აცრის შემდეგ კომაში ჩავარდნილი 27 წლის ექთანი, რომელიც თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში იქნა გადმოყვანილი, გარდაიცვალა.
2021 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.2 პროცენტი შეადგინა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 16.9 პროცენტიანი ზრდა.
ამ ამბის მოკლე ისტორია, პოპულარულ ენაზე, ასე გამოიყურება-ევროკავშირის საგარეო მინისტრი, ესპანელი სოციალისტი, ბორელი ჩავიდა მოსკოვში, დაამცირეს და გამოუშვეს.
ამ წუთში პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა, - უთხრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ 27 წლის ექთნის დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კომენტირებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.