15 მარტს საქართველოს თავდაცვის ძალები არტილერიის დღეს აღნიშნავს. არტილერისტებს 28 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ვაზიანში, მე-5 საარტილერიო ბრიგადაში მიულოცეს. სამწყობრო მოედანზე შეკრებილ არტილერისტებს პროფესიული დღე თავდაცვის მინისტრმა მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას არტილერიის შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ბევრი საქმე გაკეთდა და ვაგრძელებთ მუშაობას. არის სერიოზული საკითხები, რომლებიც გადაუწყვეტელი რჩება, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური საკითხების დაახლოების მიზნით უკვე რამდენიმე დღეა თბილისში იმყოფება და ინტენსიურ რეჟიმში მართავს შეხვედრებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
(GUARDIAN.GE) - ექიმმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოიყენოს თავისი წარმოუდგენლად დიდი პოპულარობა „რესპუბლიკელებს“ შორის, რათა დაარწმუნოს უფრო მეტი მისი მიმდევარი გაიკეთოს COVID-19-ის ვაქცინა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ჯერჯერობით პანდემიასთან საბრძოლველად ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა და მოუწოდებს მოსახლეობას მხოლოდ პროფესიონალებს დაუჯერონ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 161.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 17.5%-ით მეტია 2020 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. 2021 წლის იანვარში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, თებერვალში კი, ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 60 თეთრით გაიზარდა, ჯამში კი 197.2 ლარი შეადგინა.
როდესაც დავით გარეჯის გარშემო პოლიტიკური მოვლენები გახურდა, მაშინ მე ფეისბუქში არ ვიყავი და ამიტომ დამიგვიანდა დაწერა. ახლა ვრცლად მინდა ამ თემას შევეხო და ყველაფერი ვთქვა, რაც ვიცი, როგორც ისტორიკოსმა.
ამირან გამყრელიძე ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას არ გამორიცხავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს იმაზე, სრულად მოიხსნება ეს შეზღუდვა, თუ რამდენიმე საათით შემსუბუქდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.